18 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
დაპირისპირებისას დაშავებული "გაბედეს" ორი აქტივისტი საავადმყოფოდან ჯერ არ გაუწერიათ

მცხეთის მერიასთან დაპირისპირებისას დაშავებული "გაბედეს" ორი აქტივისტი, რომელთაც თავის ტრავმა აქვთ მიღებული, მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.

"ჯეო ჰოსპიტალის" ექიმის, დალი ყოჩიაშვილის ინფორმაციით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მათი გაწერის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ამ ეტაპზე საავადმყოფოში იმყოფება ორი პაციენტი, ორივეს ზოგადი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს დაკვირვება, კვლევები და გადაწყდება მათი კლინიკიდან გაწერის საკითხი. ერთ პაციენტთან იყო ეჭვი სახის ძვლების მოტეხილობაზე, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიიით მოტეხლობის ნიშნები არ აღმოჩნდა,"- განაცხადა დალი ყოჩიაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს მცხეთის მერიასთან სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც "გაბედეს" 2 აქტივისტი დაშავდა.

დღის ამბები