საქართველოში ევროკავშირის წარმომამდგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დიალოგია საჭირო. ის მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
"ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია. ევროკავშირმა ძალები არ დაზოგა იმისთვის რომ ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის დიალოგი შემდგარიყო. ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები წარუდგინეს, ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი. ახლა ველოდბით, თუ რა დასკვნამდე მივა ეს პროცესი და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. სიტუაციის განსამუხტად დიალოგია საჭირო,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა