18 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
დღეიდან თბილისს დამატებით 56 ახალი ავტობუსი მოემსახურება - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისს დღეიდან დამატებით 56 ერთეული ავტობუსი მოემსახურება. მისივე თქმით, მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა.

"ახალი ავტობუსების პარტია შემოვიდა, 38 ერთეული 8 მეტრიანი და 16 ერთეული 10 მეტრიანი ავტობუსები თბილისელებს დღეიდან მოემსახურება. გადანაწილებული იქნება სხვადასხვა მარშუტებზე, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა," - განაცხადა კახა კალაძემ

დღის ამბები