18 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"დააკავა პოლიციამ და რატომ აკეთებს ამას, როცა არ აკეთებს ამას, რატომ არ აკეთებს " - შს მინისტრი 

"პოლიციამ დააკავა და რატომ აკეთებს ამასო, როცა არ აკეთებს ამას, რატომ არ აკეთებსო, ძალიან რთულია" -  განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გააკეთა. 

"ძალიან ცუდია, რაც ხდება და არ უნდა ხდებოდეს დაპირისპირება, ახალგაზრდები არიან, ქართველები არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან. პოლიციამ რა უნდა ქნას, ესენი არ დგებიან ვისი ოფისიცაა, ისინი დგანან და აგრესიას გამოხატავენ, ვთქვათ, მოუწოდებენ გადით. ორივე მხარეს იყო დაპირისპირება, პოლიციამ რა გააკეთოს. თუ მოკიდებს ხელს და ძალით ჩასვამს მანქანაში, პოლიციამ დააკავა და რატომ აკეთებს ამას, როცა არ აკეთებს ამას, რატომ არ აკეთებს. ძალიან რთულია, ძნელია ამ ადამიანებისთვისაც,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები