18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ხელისუფლებამ სახიფათო თამაში წამოიწყო - ანა ნაცვლიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ  სხვადასხვა ჯგუფებს შორის მომხდარი დაპირისპირება და ძალადობა,  ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობაა.

"პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას. ნათელია რომ ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობაა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა. მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას და რაც ჩვენთვის სავალალოა. ამიტომ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოვიდნენ გონს,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

დღის ამბები