18 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ეკა გიგაური ხაინდრავას წინააღმდეგ - რეჟისორსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის დავა გრძელდება 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურისა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას დავა გრძელდება.

დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ სამ კაციანი კოლეგია ვერ შეიკრიბა. დავა 2014 წლიდან მიმდინარეობს, ეკა გიგაურმა ხაინდრავას ტელეეთერში გაკეთებული განცხადების გამო უჩივლა.

2018 წელს პირველმა ინსტანციამ გიაურის მიმართ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ დაადგინა, რაც სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისთვის  სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება  ხაინდრავას  განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილე იყო.

ამ განცხადების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მისგან ბოდიშის მოხდას და სიმბოლურად 30 თეთრის გადახდას ითხოვდა.

 

დღის ამბები