03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
"მერია არის ტერორისტი, ასეთი არ უქნია შაჰ-აბასს საქართველოში" - პარტიზანი მებაღე

თბილისის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ „არქი ჯგუფმა“ ხეები თვითნებურად მოჭრა. გიორგობიანმა ეს განცხადება თამარაშვილის ქუჩაზე გააკეთა, სადაც მოქალაქეებმა ხეების მოჭრა გააპროტესტეს.

გიორგობიანის თქმით, ხეების მოჭრის ნებართვა არსებობდა, თუმცა ეს ნებართვა არ იყო გაცემული საკრებულოს მიერ და ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს.

თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილიც. მან ბიძინა გიორგობიანისა და დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

"მერია არის მოქმედი ტერორისტი, ასეთი რამ არ უქნია შაჰ-აბასს საქართველოში" განაცხადა რუსთავი2 თან საუბრისას პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ. 

დღის ამბები