დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით პრეზინდეტის ადმინისტრაციაში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
"არ შეიძლება ქვეყანაში დაუსრულებლად ვისაუბროთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ყველა არ იყოს ჩართული ამ საქმეში. არ შეიძლება რომ ყველას არ ჰქონდეს ყველა ჩაერთოს ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ თუ რა სერიოზული საკითხია ამ ქვეყანაში უმუშევრობა და ისიც ვიცით, რომ თქვენთვის ეს საკითხი კიდევ უფრო მძიმე არის და ბევრად გადაუჭრელი," - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სხვადასხვა სფეროში მომუშავე 22-მა კომპანიამ 100 ვაკანსია წარმოადგინა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დასაქმებას ასახელებენ.
"ბოლომდე არ გვყავს ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობით სავსე დამსაქმებლები, ეს არის მხოლოდ ერთი ინსტიტუციისა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის გასაკეთებელი საქმე. უნდა შეიქმნას ერთობლივი პლატფორმა ყველა ინსტიტუციის ჩართულობით," - განაცხადა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასაქმების პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა.