03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ბიზნესმენების ნაწილი შვეიცარიის ელჩს სასამართლო სისტემის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებშიც ის ინვესტიციების დაცვას და თავისუფალ სასამართლოს მოითხოვდა, ქართველი ბიზნესმენების ნაწილი ეხმაურება.

რამდენიმე მათგანმა შევეიცარიის ელჩი და საქართველოს ხელისუფლებაც სასამართლოზე ზეწოლაში და პირადი ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულა.

ქართველი ბიზნესმენი არჩილ ვეკუა ამბოს, რომ სწორედ მის საქმეს ასახელებს შვეიცარიის ელჩი შეხვედრებზე, როდესაც საუბრობს ქვეყანაში საინვეტიციო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით.

როგორც არჩილ ვეკუა ამბობს, შვეიცარიის ელჩი არის მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის თურქი ბიზნესმენის  ახლო მეგობარი, რომელთანაც ბიზნესმენს ახლა აქვს სასამართლო დავა და 2 ინსტანციაში მოიგო საქმე, რის გამოც გაღიზიანდა როგორც მისი ყოფილი პარტნიორი, ასევე თავად შვეიცარიის ელჩიც.

„პირადი ინტერესების გამო არ შეიძლება ქვეყნა ტალახში ამოსვარო და შეურაცხოფა მიაყენო სასამართლო სისტემას და ყველა იმ სტრუქტურას, რაც დღეს არის საქართველოში, იმის გამო რომ საკუთარი ინტერესები არის გამოკვეთილი,“-განაცხადა ბიზნესმენმა არჩილ ვეკუამ.

ბიზნესმენის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ გიუნტერ ბეხლერის უსაფუძვლო განცხადებები არჩილ ვეკუას საქმესთან დაკავშირებით, სხვა არაფერია თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რათა გამამართლებელი განაჩენი შეიცვალოს არჩილ ვეკუას მიმართ და ის აღმოჩნდეს პატიმრობაში.

ბიზნესმენის მეორე ადვოკატი ლაშა ნოდიას განცხადებით, მაშინ როცა პროცესი არ არის დასრულებული, მთავრობის სამივე შტოს უმაღლესი ხელისუფლების პირები აკეთებენ განცხადებას საქმის შესწავლასთან დაკავშირებით და მოსამართლის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების საფუძვლების არსებობა არარსებობის თაობაზე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები