03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
„ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ არცერთ ბიზნესმენს პრობლემა არ ჰქონდეს"-თინა ხიდაშელი

შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებას, რომელშიც ის ინვესტიციების დაცვას და თავისუფალ სასამართლოს მოითხოვდა, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ეხმაურება.

ქართველი ბიზნესმენი არჩილ ვეკუა ამბობს, რომ სწორედ მას ასახელებს შვეიცარიის ელჩი, როდესაც საუბრობს ქვეყანაში საინვეტიციო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებით, ის მზად არის პირადად შეხვდეს ბიზნესმენს და მისგან მოისმინოს ამ საქმის შესახებ დეტალები.

„ჩემი ერთ-ერთი ამოცანა არის ის, რომ არც ერთ ბიზნესმენს არანაირი პრობლემა არავისგან არასოდეს არ ქონდეს,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამავე თემაზე განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმაც გააკეთა პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მთავრობას დააკისრა.

"შვეიცარიის ელჩის განცხადება და ეს ქეისი თავისთავად ძალიან სიმპტომატურია. აჩვენებს ნათლად თუ რა პრობლემების წინაშე დგანან აქ მოქმედი ინვესტორები და რატომ არ შემოდიან ახალი ინვესტორები და შემდგომ აქედან გამომდინარეობს ეკონომიკის პრობლემები, ლარის დევალვაცია და ა.შ. პასუხისმგებლობა ამ ვითარებაზე თავიდან ბოლომდე ეკისრება დღევანდელ ხელისულებას,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები