03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
მშენებლობის გამო გაჩეხილი ხეები-უკმაყოფილო მოსახლეობა მერიას უპირისპირდება

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა სარეკრეაციო ზონა გაიჩეხოს. კომპანია "არქი–ჯგუფმა" საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა.

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ბიძინა გიორგობიანის გადადგომა მოითხოვეს.

თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების მტკიცებით, ხეები მოჭრის ნებართვა სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფს" მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა მისცა. 

კომპანიაში, რომელიც თამარაშვილის 13 ნომერში მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, აცხადებენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ავტორები: ნატა მახვილაძე, თამაზ თხილიშვილი.

დღის ამბები