03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
უსახლკაროების თავშესაფარი-მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს შესასვლელები და სკვერები

თბილისში უსახლკაროების ღამის გასათენებელი ადგილი მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროსადგურების შესასვლელები და სკვერებია. რამდენი მიუსაფარია თბილისში, ამ დროისათვის ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

დედაქალაქის მთავრობა უახლოეს მომავალში თავშესაფრით მხოლოდ 240 ბენეფიციარის უზრუნველყოფას გეგმავს. ლილოს დასახლებაში სპეციალურად მათთვის საცხოვრებელი შენდება, თუმცა საკრებულოს დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ამით მრავალწლიანი პრობლემა ვერ მოგვარდება. 

საკრებულოს დეპუტატებისგან განსხვავებით, მერიაში დარწმუნებულები არიან, რომ თავშესაფარი უსახლკაროების პრობლემას ამოწურავს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, გიორგი კვიწინაძე, თამარ შალოშვილი.

დღის ამბები