03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ზაქარეიშვილის ახალი ინიციატივა-სახელმწიფო მინისტრი ჭუბურხინჯის მოლაპარაკებების აღდგენაზე საუბრობს

ჭუბურხინჯის შეხდრების აღდგენის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებს ამ საკითხზე გაეროს წარმომადგენელბი აწარმოებენ.

მისი თქმით ეს არ იქნება პოლიტიკურ მოლაპარაკებათა ფორმატი, ამ ტიპის შეხვედრებზე ყოფითი და ადამინის უფლებათა დარღვევის საკითხები გადაწყდება, თუმცა, ვინ უნდა მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას და კიდევ რა საკითხების გადაჭრა მოუწევთ ჭუბურხინჯში, ამას ზაქარეიშვილი აღარ აკონკრეტებს. ინფორმაციას არ ფლობენ არც უმრავლესობის წევრები.

ჭუბურხინჯის 4 მხირივი მოლაპარკებები 1997 წლიდან არსებობდა და მასში გაეროს, სოხუმის, თბილისისა და რუსული სამშვიდობოები მონაწილეობდნენ. 2008 წლიდან ამ ფორმატში ევროკავშირიც ჩაერთო, თუმცა 2012 წელს სოხუმის მოთხვნით ევროკაშირის მისია ამ პროცესს გამოეთიშა და შეხვედრებიც შეწყდა.

რა მოთხოვნებს აყენებს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ამ მოლაპარკებების აღდგენის სანაცვლოდ ამ ეტაპზე უცნობია.


ავტორები:ნათია გოგსაძე, ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები