18 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ეს, ამერიკული მოდელის ქართულად ადაპტირებული ვერსიაა - დაჩი ბერაია "ამბოხებულების" ინიციატივაზე

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებიდან  ერთ-ერთი, დაჩი ბერაია აცხადებს, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული, ორპალატიანი საარჩევნო მოდელის ქართულად ადაპტირებული ვერსიაა. 

ბერაია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.

"ეს არ არის სრულად მაჟორიტარული სისტემა, ეს არის ორპალატიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც არის ქართულად ადაპტირებული ამერიკული მოდელი. პროცესი მიმდინარეობდა, იყო კონსულტაციები, დიდი ხნის წინ დაიწყო და გუშინ მოხდა ამ კანონპროექტის რეგისტრაცია.

ბატონ ბიძინასთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მე პირადად, არ მქონია. არ ვიცი, სხვას ვინმეს ჰქონდა თუ არა. ამ ეტაპზე, 100 ხმაც საკმარისი იქნება, შემდეგი მოწვევის პარლამენტს მოუწევს ამ საკითხზე მსჯელობა,"- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ "ამბოხებული მაჟორიტარები" არა თავიანთი, არამედ საზოგადოების ინტერესების გატარებას ცდილობენ.

"არ ამოვდივართ პირადი ინტერესებიდან, ჩვენ ამოვდივართ საზოგადოების ინტერესებიდან. პრაქტიკულად, მე ვლობირებ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უნდა, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება უმრავლესობის სურვილია თუ არა, ეს გავარკვიო. ამ პროცედურებს ვახორციელებ მათი ინტერესების შესაბამისად. შესაძლებელია, დაინიცირების შემდგომ, თუკი ექნება ყველა ბაზისი არსებულ წინადადებას, გავიტანოთ ეს საერთო სახალხო გამოკითხვაზე და ძალიან მარტივად უზრუნველვყოთ 2020 წლის არჩევნებზე ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე,"- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაჩი ბერაია და კობა ლურსმანაშვილი იმ "ამბოხებული მაჟორიტარების" რიცხვში არიან, ვინც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო.

ამავე თემაზე
დღის ამბები