18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
"უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს" - დავით მათიკაშვილი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ამბოხებული მაჟორიტარების" ინიცირებულ კანონპროექტს უმრავლესობის უმრავლესობა არ ემხრობა.

მათიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდის დიდი ნაწილი კვლავ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. 

"გასაგებია, რომ კონკრეტული დეპუტატების ჯგუფი თავისი შეხედულებით, იმ ხედვით, რომელიც მათ წარმოუდგენიათ უკეთესი საარჩევნო სისტემა, აქვთ სრული უფლება დააფიქსირონ თავისი პოზიცია. მეორე საკითხია უმრავლესობის გადაწყვეტილება რა არის და უმრავლესობის პოზიცია რა არის, რაც ძალიან კარგად ჩანს იმ კენჭისყრის შედეგებში, რომლითაც გამოჩნდა, რომ უმრავლესობის უმრავლესობა მხარს სწორედ პროპორციულ სისტემას უჭერს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ერთ-ერთია იმ "ამბოხებული მაჟორიტარებიდან", ვინც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო, სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ხუნდაძის ინიციატივამ პარლამენტში 10 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები