18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ენძელა მაჭავარიანი შერეულ საარჩევნო სისტემას ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალურად მიიჩნევს

"ქართული ოცნების" წევრი ენძელა მაჭავარიანი შერეულ საარჩევნო სისტემას, ამ ეტაპზე, ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალურად მიიჩნევს.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგენილი იყოს, ორპალატიანი მოწყობა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. 

"შერეული სისტემა ყველაზე უფრო მეტად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მოწყობის პრინციპს, ჩვენ მაინც სამხარეო მოწყობის პრინციპის ქვეყანა ვართ. მაშინ, როდესაც არჩევნების ეს წესი მივიღეთ​, ორპალატიან არჩევნებზე გათვლილი პარლამენტიდან მოვძებნეთ ოპტიმალური გზა, რომ ორივე ყოფილიყო, - მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ვიდრე გადავიდოდით ორპალატიან არჩევნებზე. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგენილი იყოს, ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ორპალატიანი მოწყობა,"- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები