03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
5 დღე გურჯაანის ინციდენტიდან-გამოძიებას შედეგი ამ დრომდე არ დაუდია

5 დღის შემდეგ გურჯაანის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. 

საგამოძიებო ორგანოს წარმომდგენლები ამბობენ, რომ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს და შედეგებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ. 

გურჯაანის ინციდენტში დაზარალებულ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. 

ოპოზიციასთან ერთად კი ხელისუფლებისგან გურჯაანის დაპირისპირების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას სახალხო დამცველიც ითხოვს.

ძალოვანი უწყება ჯერჯერობით იმ ჩინოვნიკების გვარებს ვერ ასახლელებს, რომელებიც კამერის წინ კვერცხებს საჯაროდ ისროდნენ.

ავტორი ელისო ჯარიაშვილი 

 

დღის ამბები