03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
დაპირისპირების მორიგი რაუნდი სპორტის კომიტეტსა და ლევან ყიფიანს შორის

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა საზოგადოებას სპორტის სამინისტროს მიერ 10 შეუსრულებელი სამუშაოს ნუსხა წარუდგინა და ლევან ყიფიანს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გადადგომისაკენ.

პარლამენტყის ოფიციალურ ვებგვერდზე სპორტის კომიტეტმა გამოაქვეყნა  განცხადება, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი ის 10 პუნქტი, რაც ყიფიანის ხელძღვანელობით სამინისტრომ ვერ განახორციელა.  განცხადებაში განსაკუთრებული ადგილი ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამასა და მისთვის გამოყოფილ 38 მილიონ 570 ათას ლარს უკავია.

კომიტეტის წევრები ყიფიანთან პიროვნულ დაპირისპირებასა და კერძო ინტერესებს კატეგორიულად გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ  დაპირისპირება სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს შორის ორ თვეზე მეტია გრძელდება.

ავტორი:დავით ერაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები