18 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"მოდი აქ შე.. შენი..." - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში მიმდინარე აქციაზე

დაძაბული ვითარება, ხელჩართულ ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში, მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.

გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლის პარალელურად, რამდენიმე ახალგაზრდამ აქცია ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტში, მოგვიანებით პოლიცია ჩაერთო, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობდა. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან განარიდეს.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები