03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ორივე ხიდი 10 დღით დაიკეტა

10 დღის განმავლობაში მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ორივე ხიდი დაკეტილი იქნება.

ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა. მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი ასფალტის საფარი.

რაც შეეხება მარჯვენა მიმართულებას, მისი რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება.

დღის ამბები