03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

სარჩელი შეაქვთ დღეს საქალაქო სასამართლოში ახალაზრდა იურისტებს.
ის სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში მყოფი სამი პატიმრის განცხადების საფუძველზე შემუშავდა.

საუბარია ამ კონკრეტულ ციხეში არსებულ პირობებზე, რომელიც "საია"-ს მტკიცებით, არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პატიმრების სათანადო პირობებში მოთავსებას ითხოვს. ისინი ასევე პატიმრებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. 

სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გასული წლის ანგარიშში საუბრობდა სახალხო დამცველიც, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, დღემდე არაფერი შეცვლილა.

 

დღის ამბები