მეტროში მოძრაობა სრულად აღდგენილია.
როგორც "რუსთავი 2"-ს "თბილისის მეტროპოლიტენში" განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზი, რომლის გამოც მატარებლების მოძრაობა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" დიდუბემდე შეფერხებული იყო, აღმოფხვრილია.
შეფერხების მიზეზი "გურამიშვილის" სადგურში არსებული ტექნიკური ხარვეზი იყო.