მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმა აცხადებს, რომ შემდეგი მსხვერპლი ის იქნება - ამის შესახებ მან "თაიმსთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.
ზურა ხანგოშვილის თქმით, ის სახლიდან მარტო არ გადის რადგან დაზვერვისგან გაფრთხილება მიიღო, რომ მისი სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქისტი ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინის ცენტრში აგვისტოში მოკლეს. მას სამი ტყვია ესროლეს, ერთ-ერთი თავის არეში მოხვდა. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახური დგას.