18 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
კულტურის ცენტრი რუსეთის ჯაშუშური ქსელის საფარია - "თავისუფლების ინსტიტუტი" რუსული კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნაზე

საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის  მოწინააღმდეგეთა პეტიციას უკვე 3 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

პროვოკაციების რისკი, რბილი ძალის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლის შესუსტების მცდელობა - თბილისში იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნას მოჰყვება.  

სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, კულტურის ცენტრი არ განიხილება  და რეალურად საქმე ეხება პოლიტიკურ  ორგანიზაციას.

თავისუფალი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დღეს აღნიშნულ საკითზე პრესკონფერენცია გამართეს.

"დღემდე რუსეთი ყოველღიურ რეჟიმში ეწევა ჩვენს ანექსიას. საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცული და მათ ყოველდღიურად უწევთ რუს სამხედროებთან ურთიერთობა. დღემდე, ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაკავებული. ამ პირობებში კი, როდესაც არის საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფილიალის გახსნაზე საქართველოში, ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე და რაც მთავარია, საშიშია. მსგავსი ცენტრები ყოველთვის გამოიყენებოდა რუსეთის ჯაშუშური ქსელის საფარად," - განაცხადა "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა  სალომე ხვადაგიანმა.

"თავისუფლების ინსტიტუტის" პროგრამების ხელმძღვანელი კატო კოპალეიშვილის განმარტებით, აუცილებელია საჯაროდ აიკრძალოს ყველა ტიპის პირდაპირი მოლაპარაკებები რუს პოლიტიკოსებთან.

თავდაპირველად ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ რუსულმა მედიამ კარასინზე დაყრდნობით გაავრცელა - თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ფაქტი არ დაადასტურა. იმ შემთხვევაში, თუ კრემლი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმების სისრულეში მოყვანას შეეცდება, არასამთავრობო სექტორი მწვავე პროტესტისთვის ემზადება.

 

დღის ამბები