18 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგის შტურმით აღების მცდელობის გამო ვინმეს პოლიტპატიმარი უწოდონ, ნონსენსია - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ დაეთანხმა ევრონესტის დეპუტატების შეფასებას, რომ 20-21 ივნისის აქციების დროს დაკავებულები პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგში შეჭრის მცდელობისთვის დაკავებულებს პოლიტპატიმარს არავინ უწოდებდა.

"არანაირი პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები საქართველოში არ არიან. თუკი არსებობს ილუზია, რომ გერმანიის ბუნდესტაგის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის პარლამენტის შტურმის აღებით მცდელობის გამო დაკავებულს პოლიტპატიმარს უწოდებენ, ეს არინ ნონსენსი. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ვინმე პოლიტპატიმარია, რადგან პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდა, წარმოუდგენელია,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები