03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
აქცია განათლების სამინისტროსთან - მინისტრმა მოქალაქეებთან შეხვედრაზე უარი თქვა

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აქცია განათლების სამინისტროსთან. აქციის მონაწილეები სამინისტროსგან და მმართველი გუნდისგან მოითხოვდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც 31 დეკემბრამდე გახდებიან 6 წლის, სკოლაში მიიღონ. 

მშობლების აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი კობა სუბელიანი, რომელმაც აღნიშნული ცვლილების კანონში განსახორციელებლად კანონპროექტი მოამზადა. კანონის პროექტი პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ხვალ უნდა განიხილონ. აქციის მონაწილეები მოუწოდებნენ მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. 

აქციის მონაწილეები მინისტრმა არ მიიღო, თუმცა განცხადება ჟუნრალისტებთან თამარ სანიკიძემ აქციის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

განათლების მინისტრის თქმით, საპროტესტო აქცია პოლიტიკური მოტივით გაიმართა. მინისტრი მხარს არ უჭერს არსებულ კანონში ცვლილებების შეტანას. 

აქციის მონაწილეები კი საპროტესტო აქციების გამართვის გაგრძელებას გეგმავენ. 

დღის ამბები