18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
სასამართლოს დამონება სახელმწიფოს უფსკრულში გადაჩეხვას ნიშნავს - ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის ემზადება

ხვალ პარლამენტი მოსამართლეთა 19 კანდიდატს კენჭს უყრის. საკითხი ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, პარტიები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ.

დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში მოსამართლეების პროფესიული ბიოგრაფიები მიიტანა. ბესელია აპირებს, რომ სხდომის დაწყების წინ ბიოგრაფიები უმრავლესობის წევრებს დაურიგოს და ამით დეპუტატები კიდევ ერთხელ მიანიშნოს, რომ აღნიშნული სია უნდა ჩავარდეს.

"ეს არის მოკლე ინფორმაცია, სადაც დეპუტატები ნახავენ ამ მოსამართლეების უკან, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები დგას, რა საქმეებია, რომელიც მათ ბიოგრაფიას ამძიმებს. იქნება ეს მოკლე ფურცელი და ინფორმაცია," - აღნიშნა ბესელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტი მოსამართლეთა სიას დაამტკიცებს, ამით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეეშლება.

"ის რაც ხვალ უნდა მოხდეს და რაც აქვს ჩაფიქრებული ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში, ეს არის პრაქტიკულად მონათმფლობელობის დაკანონება. ის სია, რომელიც არ წარმოდგენილი პარლამენტში, სრულად არის დაკომპლექტებული იმ ხალხით, ვინც პირდაპირ აწერს ხელს ნებისმიერ განაჩენს, რომელსაც მას დაუკვეთავენ. დღეს სასამართლოს სისტემა ქვაკუთხედი დემოკრატიის განვითარებაში. ასე მისი დამონება ნიშნავს ამ სახელწიფოს მთლიანად უფსკრულში გადაჩეხვას," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" წევრის, ანა ნაცლიშვილის შეფასებით, შერჩეული კანდიდატები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და პროცესიც არალეგიტიმურია.

"ქართული ოცნების" გაცხადებული მიზანია, რომ სასამართლო, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მიტაცებული. პროცესი იყო არალეგიტმური და შერჩეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს. პარლამენტმა არცერთი კანდიდატი არ უნდა აირჩიოს. ერთი ადამიანის არჩევაც კი ნიშნავს ამ ყალბი, კანონსაწინააღმდეგო პროცესის გათეთრებას. ჩვენ წლებია ვდგავართ იქ, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა არის დარტყმის ქვეშ და რა თქმა უნდა ხვლაც ვიქნებით რუსთაველზე, იმიტომ რომ იქ გადის ფრონტის ხაზი," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განმარტებით კი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა მცირე, შესაბამისად, პარლამენტმა შერჩეული კანდიდატების მინიმალურ რაოდენობას მაინც უნდა დაუჭიროს მხარი.

"არიან გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც ჩემთვის პირადად მიუღებლები არიან. მე მათ მიმართ ჩემს პოზიციას ღიად დავაფიქსირებ. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა ძალიან მცირეა. 6000 საქმე არის მოლოდინში. ამ ნაწილშიც მოგვიწევს ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და მოსამართლეების მინიმუმ რაოდენობის დამტკიცება,"- განმარტა სესიაშვილმა.

 ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები