03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
მთავარი პროკურორის მოადგილემ გახმაურებულ მკვლელობებზე განცხადებები გააკეთა

ბოლო პერიოდის გახმაურებულ მკვლელობებზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ განცხადებები გაკეთდა. ირაკლი შოთაძის განმარტებით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში არცერთ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან კითხვები არ ექნება.

ირაკლი შოთაძემ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებზე საუბრისგან ჟურნალისტებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ საქმის დეტალებზე მსჯელობა ამ ეტაპზე დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ კომენტარი ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა. ირაკლი შოთაძის თქმით, ახლო მომავალში ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას შეკითხვები აღარ ექნება.

„დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახთან დავასრულებთ კონსულტაციას და ჩავატარებთ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედებას, რასაც ითხოვს დაზარალებულის ოჯახი“, - განაცადა ირაკლი შოთაძემ.  

დღის ამბები