18 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა არ განაპირობებს კომპრომისებს საარჩევნო სისტემის საკითხში - ხუნდაძე

ჯანდაცვის კომიტეტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამ თანამდებობის დაკავება კომპრომისზე წასვლას არ ნიშნავს.

ხუნდაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მისი პრინციპული პოზიცია უცვლელია. 

"ეს თანამდებობა არ განაპირობებს იმაზე მეტ კომპრომისს, ვიდრე ამ თანამდებობის გარეშე მე გავცემდი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, გუნდთან შეუთანხმებლობის ნაწილში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის დაახლოებითი პოზიციები, მაგრამ გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის. ასე, რომ ამ ნაწილში ჩემი პრინციპული პოზიცია უცვლელად დარჩება,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ე.წ. ამბოხებული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი იყო იმ "ამბოხებული დეპუტატებიდან", რომლებიც საკუთარი გუნდის წინააღმდეგ წავიდნენ და 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები