03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ნიჩბებით, ვედროთი, ტაშტებით და აირწინაღებით საკრებულოსთან

ხმაურიანი აქცია ნიჩბებით, ვედროთი ტაშტებით და აერწინაღებით საკრებულოსთან ამ წუთებში უკვე დასრულდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აქციების გამართვას მომავალშიც აანონსებენ. 

საკრებულოსთან  პარტიზანელი მებაღეები და ცხოველთა უფლებების დამცველები გუშინ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ჭრას აპროტესტებდნენ. საკრებულოსთან მიმდინარე აქციას ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც, შეუერთდა. 

აქციის დაწყებამდე შენობიდან გამოვიდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატების წევრი, თამარ ცინცაბაძე და თამარაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ფაქტი გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ თბილისში არსებობს ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია მშენებლობების განხორციელება ისე, რომ მრავალწლიანი ნარგავები არ მოიჭრას.

ცინცაბაძემ ასევე გაიხსენა დავით ნარმანიას დაპირება, რომ თბილისში 1 მილიონი ხე დაირგვებოდა და აღნიშნა, რომ პატარა ნარგავების დარგვა ქალაქში დიდი ხეების მოჭრის სანაცვლოდ ეკოლოგიურ სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს.

დღის ამბები