პარლამენტთან მიმდინარე არასამთავრობი ორგანიზაციების საპროტესტო აქციას ნაზი ჯანეზაშვილი შეუერთდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით, კლანის მიერ მართული მოსამართლეები, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.
"უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ბრძოლა დაიწყო ერთი წლის წინ. მე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული და ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ვაპროტესტებდი და უარყოფითად ვაფასებდი ჩინჩალაძის პოლიტიკას და ხელისუფლების ნაბიჯებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს აქციას იმიტომ შემოვუერთდი, რომ გვჭირდება ინდივიდუალურად ძლიერი მოსამართლე და არა კლანის მართული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ავაშენოთ დემოკრატია ამ ქვეყანაში," - განაცხადა "კურიერთან" საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.