18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი - დაჩი ბერაია რომან გოცირიძეზე​

მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ აღიარა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს რომან გოცირიძეს "წიხლი დაარტყა."

მისი თქმით, გოცირიძემ არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა და მისი პასუხი "ბუნებრივი და ადეკვატური" იყო.

"რომან გოცირიძე არის მატყუარა და, ამასთანავე, ის არის უზრდელი ადამიანი. სირცხვილია ის, რასაც აკეთებს. ამის შემდეგ, მე მივიღე მისგან შეურაცხყოფა. მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლი კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი მეთქი. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდგომაც ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი,"- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები