03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ვარკეთილში მცხოვრები 20 ათასი ადამიანი ბუნებრივი აირის გარეშე ხვალიდან დარჩება

ვარკეთილს შესაძლოა, ხვალიდან გაზი შეუწყდეს.

განცხადება დღეს ყაზტრანსგაზში გააკეთეს. კომანიის განმარტებით, აირის მიწოდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობენ, თუკი ვარკეთილი აირი დავალიანებას დღეს დღის ბოლომდე დაფარავს.

საუბარია მარტისა და აპრილის გადასახადზე. ვარკეთილი აირის წარმოადმგენლის განცხადებით კი, ყაზტრანსგაზთან მათ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ, რომლითაც დავალიანება თვის ბოლომდე უნდა დაეფარათ.

კომანიაში აცხადებენ, რომ ვალის ერთიანად გადახდის რესურსი არა აქვთ. ასე რომ, შესაძლოა, 20 ათასი აბონენტი ხვალიდან გაზის გარეშე დარჩეს.

დღის ამბები