03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
ხვალ დილიდან შესაძლოა, ვარკეთილის დასახლებას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდეს

ვარკეთილის დასახლებაში ბუნებრივი აირის გათიშვას ხვალ დილიდან ელოდებიან.

მოსახლეობამაც და შპს ვარკეთილი აირმაც ეს ინფორმაცია დღეს ყაზტრანსგაზ-თბილისში გაკეთებული საგანგებო განცხადების შემდეგ შეიტყვეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვარკეთილ აირს 164 ათას ლარიანი დავალიანება დაუგროვდა, რომლის დასაფარადაც მას ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

ვარკეთილ-აირი  ყაზტრანსგაზს სიტყვიერი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მხოლოდ მარტის დავალიანება აქვთ და ერთ კვირაში ვალის დაფარვის შესახებ სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობდა.

ხვალიდან ბუნებრივი აირის გარეშე ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრები 15 ათასამდე ოჯახი დარჩება.

კომპანიებს შორის დაწყებული დავის მოგვარებაში ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩაერთო. შეხვედრა სემეკში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ბუნებრივი აირის გათიშვის შემთხვევაში ყაზტრანსგაზ თბილისი ვარკეთილის დასახლების მაცხოვრებლებს მათ ქსელში ჩართვას სთავაზობს.

 

ავტორები: ეკა გაგუა, ლევან კალანდია.

ამავე თემაზე
დღის ამბები