სენსაციური, საუკუნის შედეგი დაფიქსირდა ამერიკის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში.
ვეილანდის "ბაპტისტებისა" და სამხრეთ-დასავლეთის "ავანტიურისტების" შეხვედრაში მასპინძლთა მცველმა ჯეი-ჯეი კალვერმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა, მან 100 ქულა დააგროვა. კალვერმა 62 სროლიდან 34 ზუსტად შეასრულა, 33-დან 12 სამქულიანი ჩააგდო. 27 საჯარიმოდან კი 20-ს რეალიზება მოახერხა. ვეილანდმა საბოლოოდ მეტოქე 124-60 დაამარცხა.
ჯეი-ჯეი კალვერზე უკეთესი შედეგი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, 1954 წელს კლარენს ბევო ფრენსისმა 113 ქულა დააგროვა.