"ბიძინას გზა - სოლომონის მემკვიდრეობა" - ამ სახელწოდებით დაიწყო გარბენი საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში.
მოძრაობა 20/30-ის წევრები ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში შეიკრიბნენ, საიდანაც მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა გარბენი დაიწყო.
ის სიმბოლურად გაირბენს გზას საჩხერიდან თბილისამდე. მისი თქმით, ეს არის ბიძინას გზა, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჭორვილადან თბილისამდე გაიარა.
"გადავწყვიტეთ, ამგვარად გამოვხატოთ პატივისცემა და სიყვარული ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ის არის ერის მამა და ძალიან გვიყვარს. გავირბენ მის გზას ჭორვილადან, სადაც პირველად მისი აკვანი დაირწა და ჩავალ თბილისში. ჩვენ ვცდილობთ, მისი ღვაწლი დავაფასოთ, როგორც ამ ქვეყნად, ასევე იმ ქვეყნიურად. იცით, რომ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომ 100 წლის შემდეგ დაიკრძალოს მთაწმინდაზე ვაჟა ფშაველას გვერდით"-განცხადა გიორგი ნადარაიამ.