"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს," - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.
პრემიერმა ადამიანებს, რომლებმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება დაღვარეს, "ქუჩის პოლიტიკოსები" უწოდა.
"მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს - კარვებში ცხოვრება, ზოგს - ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.