03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
საკრებულოში და საკრებულოს გარეთ დღეს ბიძინა გიორგობიანის გადადგომას ითხოვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის ორგანოსთან ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი, იპოდრომთან მწვანე საფარის განადგურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, საკრებულოში არ გამორიცხავენ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ მრავალწლოვანი ნარგავების გაჩეხას სწორედ მისი თანამდებობა შეეწიროს.

საკრებულოში და საკრებულოს გარეთ დღეს ბიძინა გიორგობიანის გადადგომას ითხოვდნენ.

გიორგობიანის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელიც. გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას საკრებულო საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებს.

30 წიწვოვანი ხის განადგურებაზე პასუხისმგებლობას არც თბილისის მერი იღებს. დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიას კერძო კომპანია ფლობს და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.

გუშინ და დღეს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ იპოდრომის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია.

 

ავტორები: ეკო მაღრაძე, მამუკა ჯინჭარაძე, თამარ შალოშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები