საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე საერთაშორისო პარტნიორებისთვის და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ღონისძიება იძლევა საშუალებას, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებს დაანახოს რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვსე ვროატლანტიკურ კურსს.
"დღევანდელი დღის საშუალებით ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს განწყობას და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს უნდა ვაჩვენოთ, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და ამ მიმართულებით გვექნება საშუალება, რომ ერთად ვიზეიმოთ და აღვნიშნოთ ეს დღე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.