03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
დეპუტატ თენგიზ ხუბულოვის შვილი ამ დრომდე საოპერაციოში რჩება

დეპუტატ თემურ ხუბულოვის შვილი ამ დრომდე საოპერაციოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრესსამსახური კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ პაციენტს ჭრილობები ტერფის არეში აქვს მიყენებული. ამ წუთებში კი ექიმები დაჭრილი ახალგაზრდის ფეხებზე ძვლის აღდგენას ცდილობენ. 

მცხეთის ქუჩაზე დაჭრილი კიდევ ერთი მოქალაქის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა გოგო, რომელიც სროლის დროს დეპუტატის შვილთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა. 

შემთხვევა მცხეთის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა 8-ჯერ გაისროლა. 

ადგილზე, სადაც დეპუტატის შვილს თავს დაესხნენ, ვიდეოკონტროლი ხორციელდება. შესაბამისად არსებობს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები