გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.
სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
„ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსიმ თბილისში კი, უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი,“ - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში