"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის კარიდან ბანერი მოაძრო და მას "ღორი" წააწერა.
თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადაყენების მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა აქციაც გამართეს.
შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე მწვავე კომენტარები გააკეთა, რასაც საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან მძაფრი რეაგირება მოჰყვა.