03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ან ენერგო სისტემა დაინგრევა და 1990-იანებში დავბრუნდებით ან ტარიფი გაიზრდება" - გურამ ჩალაგაშვილი

"ან ენერგო სისტემა დაინგრევა და 1990-იანებში დავბრუნდებით ან ტარიფი გაიზრდება,"- ეს  სკანდალური განცხადება სემეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გურამ ჩალაგაშვილმა, თოქშოუ არჩევანში გააკეთა. 

ჩალაგაშვილს მიაჩნია, რომ ვითარება ელექტროენერგიის კუთხით რეგიონებში უკვე დამძიმდა და შუქის გათიშვა ავარიებს არ უკავშირდება. 

"ვფიქრობ, რომ ტყუილად ვართ მშვიდად. რეგიონებში უყვე ძალიან დიდი პრობლემებია. კომპანიები ნაკლები ზარალის ნახვას ცდილობენ და ხშირად ითიშება ელექტროენერგია. არ არის გამორიცხული, რომ ზამთარი რეგიონებში უშუქობაში გაატარონ. ქმედითი ზომები უნდა მიიღონ. ლარის კურსი 2 ლარიან ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს. ტარიფის მატება გარდაუვალია. თუ ტარიფი არ გაიზრდება, ეს თანხა ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, რაც მილიონობით ლარია. ეს კი ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის, " - აცხაებს სემეკის ყოფილი ხემძღვანელი, გურამ ჩალაგაშვილი.  

დღის ამბები