პორტუგალიაში გამართულ ევროპის მუზეუმთა ყოველწლიური პრემიის კონკურსში საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა სიაში საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი - ხელოვნების სასახლეც დასახელდა.
კონკურსი ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებას და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმიანობაში. გამარჯვებულთა სია 2020 წლის 2 მაისს გამოვლინდება.