18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
საპატრიარქოს ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება სადამსჯელო - მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარია ოქმის გასაცნობად საპატრიარქოში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ის ზედაზენის მონასტერში უნდა განამწესონ. სარიას განმარტებით, საპატრიარქოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ცალმხრივია და მას სადამსჯელო ღონისძიების ხასიათი აქვს.

საპატრიარქოში სასულიერო პირი მის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებების გამო დაიბარეს. 

“ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ღებულობენ, ისინი არქმევენ, რომ ეს არის გაფრთხილება, მაგრამ რეალურად, ეს არის სადამსჯელო გადაწყვეტილებები. შეიძლება რეპრესიებიც კი ვუწოდოთ, რადგან ორმხრივი შეთანხმება არ არის. აქ არის ცალმხრივად გადაწყვეტილებების მიღება. რაც არ უნდა იყოს ამ ოქმში, წერილობითად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერი რამ, რაც იქნება იქ აღწერილი, არის სადამსჯელო ღონისძიება, თუნდაც ჩემი მღვდელმსახურად ნებისმიერ ადგილას გამწესება.“ - აცხადებს მამა ანდრია სარია. 

 

დღის ამბები