03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილი.
მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელია ოპერაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ქვედა კიდურებზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ის მკურნალობას პოსტოპერაციულ პალატაში განაგრძობს. თვითმხილველების თქმით, მასთან ერთად გოგონაც იმყოფებოდა.

საავადმყოფოში იმყოფებოდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი.

მას არ აქვს ინფომრაცია ახალგაზრდა გოგონას ვინაობის შესახებ, რომელიც დეპუტატ თენგიზ ხუბულურის შვილს ახლდა თან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები