03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ბიძინა გიორგობიანი დღეს საკრებულოში მოხსნებით წარსდგება

ბიძინა გიორგობიანი დღეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მოხსნებით წარსდგება, სადაც თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ისმჯელებენ.

„საკრებულოს იმ წევრებს, ვისთვისაც არ არის კიდევ ბოლომდე გარკვეული ეს საკითხი მივდივართ, რათა გავარკვიოთ,“ - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც.

“27 აპრილს “არქი ჯგუფის” სამშენებლო კომპანიამ “გრინ-სითი“ ნარგავების მოჭრის სამუშაოები ნაჩქარევად და გარკვეული პირობების დარღვევით დაიწყო, რასაც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მხრიდან სწრაფი რეაგირება და ჭრის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერება მოჰყვა,”- წერია მერიის განცხადებაში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები