03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
„ბიძინა გიორგობიანი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს,"- ირაკლი აბესაძე

დედაქლაქის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის პასუხიმგებლობაზე საუბრობენ საკრებულოს უმცირესობაში.

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა-თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ფაქტია ქალაქში ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა და ამაზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს.

„დაკავებული თანამდებობიდან სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს, არა მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული შემთხვევი გამო. ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვითხოვდით მთელი სამთავრობო გუნდის შეცვლას,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გასარკვევია ბიძინა გიორგობის უკან დგას თუ არა ფინანსური ინტერესები. 

ელისაშვილის თქმით, ბიძინა გიორგობიანის თანამდებობაზე დარჩენა შეუძლებელია.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, განსახილველი საკითხი ერთია - თამარაშვილის 13 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ჭრის თემა.

ამავე თემაზე
დღის ამბები