18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ხმაური საპროტესტო მსვლელობაზე - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა. თბილისში, ამ წუთებში, ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე აქცია მიმდინარეობს.

ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით სოლიდარობის მსვლელობას მართავენ, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება სამართალდამცველების მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების მცდელობამ გამოიწვია.

"პოლიციელი მაკავებდა, იმიტომ რომ მას ვკითხე, თუ რატომ მიღებდა ფოტოებს ჩუმად.  მანახე ფოტოები-მეთქი, უარი მითხრა და განმიცხადა,  რომ არ არის ვალდებული, რამე მაჩვენოს. მერე მითხრა, რომ კანონს ვარღვევდი, რადგან ბიძინა ივანიშვილს ვაგინე, როგორც ამ მკვლელი სისტემის შემქმნელს," - აღნიშნა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ფრაზას სკანდირებენ, მათ შორის, "მონებო."

სტუდენტები და აქტივისტები აპირებენ, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გლოვის ნიშნად შავი ლენტები გააბან.

 
დღის ამბები