18 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
"თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი, ის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია" - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ქადაგებისას 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავსაც შეეხო.

​როგორც მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას აღნიშნა, თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი და ის მხოლოდ სისუსტის ნიშანია. 

"რაღაც ვერ არის ჩვენში კარგად. რაღაც გვაკლია, ძალიან სერიოზული და ეს ეხება როგორც ჩვენი რწმენის საკითხს და ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ეს ეხება ჩვენს საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებასაც. მთელი ქვეყანა საუბრობს იმ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ყმაწვილმა მოზარდმა რომ თავი გაწირა. თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არ არის, ეს ძალიან დიდი სისუსტის ნიშანია. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადღესასწაულო მსახურების შემდეგ ქადაგებისას.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა. 

დღის ამბები